Logo

დევნილ მოსახლეობას კარტოფილის სათესლე მასალა გადაეცა

18 მაისი 2018

კომპანია ,,კარტლის აგროსისტემის" გორის ფილიალის სერვის ცენტრის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის A კლასის კარტოფილის სათესლე მასალა გადაეცა. ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი, გუბერნატორის მოადგილე, ლევან ჟღენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, მამუკა ლომსაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გულედანის თქმით, იგი მიესალმება მსგავსი სახის წამოწყებას, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დევნილი ოჯახების პირობებს.

,,კატრლის აგროსისტემენი" ქართულ ბაზარზე უკვე ოცი წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალებისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ასევე, კომპანიას გააჩნია საცდელ–სადემონტრაციო მეურნეობები, სადაც ცდის ახალ ჯიშებსა და პრეპატარებს. ამავდროულად, ამუშავებს სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს.