Logo

შიდა ქართლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

18 მაისი 2018

შიდა ქართლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს, რომლებმაც წარმატებით  გაიარეს  ტრენინგი, შესაბამისი  სერტიფიკატები გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი დაესწრო. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადება განხორციელდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერებათა დოქტორები და საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელები.