Logo

შინდისში ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

22 მაისი 2018

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგები 185 წვევამდელით შეივსო. ახალწვეულებმა სამსახურის მოსამსახურის ფიცი სიმბოლურად შინდისის გმირების მემორიალთან დადეს. სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას, ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცეს და წარმატებული სამხედრო სამსახური უსურვეს. ფიცის დადების ცერემონიალს შიდა ქართლის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი დაესწრნენ.