25 მაისი 2018
გორში, კასპი, ქარელსა და ხაშურში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. კერძოდ, გორის მთავარ მოედანზე მოეწყობა საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, ენერგეტიკის სამინისტრო წარმოადგენს სპეციალურ ღონისძიებებს, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები, ყველა ქალაქში გაიმართება ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტი, დღის ბოლოს კი გალაკონცერტები დასრულდება ფეიერვერკით.