12 ივნისი 2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტზე 540 999 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული გზით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ტეზერის, ყიფიანთუბნის და სავანისუბნის 2000-მდე ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს. დასრულებული პროექტი შიდა ქართლის რწმუნებულმა, აკაკი მაჭუტაძემ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გურასპაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა დაათალიერეს.
პარალელურად, მიმდინარეობს სურამის, ქვიშხეთისა და ზემო ოსიაური გზების რებილიტაცია. კერძოდ, აქტიურ ფაზაშია სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში დაწყება მოასფალტების სამუშაოები. პროექტი, ამავდროულად, ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწყობასაც, რაც მთლიანობაში 542 000 ლარის ღირებულებას შეადგენს. მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და გაუმჯობესებული პირობებით 800-მდე მოსახლე ისარგებლებს.
ინტენსიურად მიმდინარეობს ქვიშხეთის გზის რეაბილიტაციაც, რომლის დასრულებაც ივლისში იგეგმება. პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება და 1 მილიონამდე ლარი ჯდება. მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრის გზა და მიმდებარე ჩიხებში - 282 გრძივი მეტრი გზი მონაკვეთები. რეაბილიტირებული გზით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების 3 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს.
დაიწყო სოფელ ზემო ოსიაურში გზის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3 კმ-მდე მონაკვეთი, დაიგება ასფალტის საფარი და გაკეთდება სანიაღვრე არხები. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. რებილიტირებული გზით სარგებლობას შეძლებს 6 სოფელი. პროექტზე მილიონამდე ლარი დაიხარჯება, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.