Logo

სოფელს ტეზერს მალე ახალი საბავშვო ბაღი ექნება

13 ივნისი 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები მხარის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ ტეზერში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა, ფუნქციონირებდა მხოლოდ ალტერნატიული სააღმზრდელო დაწესებულება. ადგილობრივების საჭიროებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა ფართი, სადაც ამ ეტაპზე რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება ჯამში 95 998 ლარია.

სააღმზრდელო დაწესებულება ორ ჯგუფზეა გათვლილი და ჯამში 70-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი ტეზერში მცხოვრები სკოლამდელი აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების საბაღშო ბაღში ისწავლიან.