Logo

გუბერნატორმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

19 ივნისი 2018

შიდა ქართლის რწმუნებულმა-გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ მუნიციპალიტეტის მერებთან და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლენთან ერთად რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა. თითოეულ მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.  

ხაშურის მუნიციპალიტეტში,  კერძოდ, ზემო ოსიურში დაწყო გზის მოასფალტების სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 3 კმ-მდე მონაკვეთი, დაიგება ასფალტის საფარი და გაკეთდება სანიაღვრე არხები. პროექტი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. რებილიტირებული გზით სარგებლობას შეძლებს 6 სოფელი. პროექტზე მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პარალელურად მიმდინარეობს ქვიშხეთის გზის რეაბილიტაციაც, რომლის დასრულებაც ივლისში იგეგმება. მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრის გზა და მიმდებარე ჩიხებში - 282 გრძივი მეტრი გზი მონაკვეთები. რეაბილიტირებული გზით ქვიშხეთის ადმინისტრაციული ერთეულის და მასში შემავალი სოფლების 3 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი და სტუმარი ისარგებლებს. აქტიურ ფაზაშია სურამში, 26 მაისის ქუჩის რეაბილიტაცია. პროექტი, ამავდროულად, ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწყობასაც, რაც მთლიანობაში 542 000 ლარის ღირებულებას შეადგენს. მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და გაუმჯობესებული პირობებით 800-მდე მოსახლე ისარგებლებს. დასასრულს უახლოვდება ხაშურის სპორტული კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა მინი სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, რეკრეაციული ზონები. ეზოს კეთილმოწყობაზე 700 000 ლარი დაიხარჯება.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში  მიმდინარეობს დამაკავშირებელი გზის ასფალტირების სამუშაოები. სულ დაიგება 1860 გრძ.მ სიგრძის გზა. პროექტზე გათალისწინებულია 656 449 ლარი და დასრულდება მიმდინარე წლის ივლისში.

კასპის მუნიციპალიტეტში საგაზაო ინფრასტრუქუტურის მოწყობასთან ერთად, მოწესრიგდება საკანალიზაციო ქსელი. კერძოდ, ქალაქ კასპში, ქრწისისა და ქეჩარუხის დასახლებებში მოეწყობა კანალიზაციის ცენტრალური მაგისტრალი და გადამკვეთ ქუჩებზე ქსელი. ორივე პროექტზე ერთად ნახევარ მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული.  მიმდინარეობს ეფრემ II-ის ქუჩის მოასფალტება-მოწყობის სამუშაოები ქუჩის საერთო სიგრძეა 189 მეტრი. გზის გარდა, მოეწყობა სანიაღვრე არხები გოფრირებული მილებით. ასფალტის საფარი მოეწყობა აღნიშნული ქუჩიდან როგორც ეკლესიამდე, ისე საბავშვო ბაღამდე. პროექტზე 257 635 ლარი დაიხარჯება და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ასევე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების, საკორინთლო - ახალშენას მისასვლელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ორფენიანი ასფალტ-მეტონის საფარის მოწყობის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, ეზოებში შასესვლელებისა და მიერთებების, ასევე, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას. გათვალისწინებულია ლითონის ცხაურების მოწყობაც. პროექტის დასრულების შემდეგ 530 ოჯახი ისარგებლებს რეაბილიტირებული გზით.

გორში სულ მალე დასრულდება ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 091 187 ლარით დაფინანსდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 1090 გრძივი მეტრის სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი, ბეტონის ბორდიურები და მოწესრიგდება საფეხმავლო სივრცეები.  პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. მიმდინარეობს სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლები განხორციელდება 165 გრძივი მეტრის სიგრძის ქუჩის მონაკვეთის და 3040 კვ.მ ფართის მოედნის სატრანსპორტო და საფეხმავლო სივრცეების სრული რეაბილიტაცია. ასევე, შეკეთდება არსებული და დაემატება ახალი სანიაღვრე სისტემა. სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიაანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 543 270 ლარს შეადგენს. სამუშაოების ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდება 5826 მეტრიანი გზა ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობით.  პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.