Logo

გორის მერიაში სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

11 ივლისი 2018

გორის მერიაში სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი, ნათია ანთელავა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში პროექტს ,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ჩეხური ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) 2016 წლიდან ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“. პროექტის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერიის დაქვემდებარებაში საბჭო კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ამავდროულად, მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამიერიდან საბჭოს მერის მოადგილე, ეკატერინე სუხიშვილი უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე შეკრებილებმა განიხილეს საბჭოს განახლებული დებულების და სტრუქტურის გაცნობის საკითხი, საბჭოს მუშაობის ერთწლიანი გეგმა და ის ძირითადი საკითხები, რომელზეც მომდევო ერთი წლის განმავლობაში უნდა იმუშაონ საბჭოს წევრებმა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული საბჭო თავდაპირველად შეიქმნა, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბებით.