Logo

სოფელ აფნისის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

20 ივლისი 2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დაიგო 1860 გრძივი მეტრის გზა და ამიერიდან, სოფლის მოსახლეობა მოასფალტებული გზით ისარგებლებს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, რაზეც ჯამში, 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.