08 აგვისტო 2018
აგვისტოს ომში დაღუპულთა საპატივსაცემოდ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში, სამების ტაძარში სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც სინოდის წევრი მღვდელმთავრები, საქართელოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარაკლისის ბოლოს კი, ტაძრის ეზოში, მშვიდობის სიმბოლოდ ჯვარი აღმართეს.
მოგვიანებით, გორის ერისთავის სახელობის თეატრში 2008 წლის ომის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმში ომის მძიმე დღეებზე სასულიერო პირები საუბრობენ და იხსენებენ ეკლესიის როლს ომის მძიმე დღეებში.