17 აგვისტო 2018
გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამჟამად, რეაბილიტაცია უტარდება სოფლების, რუისისა და კნოლევის გზებს. კერძოდ, სოფელ რუისში დაიგება 5 კილომეტრამდე გზა, აგრეთვე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც. პროქტზე 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და დასრულება ნოემბერში იგეგმება. კნოლევნში მისასვლელი გზის სამშენელო სამუშაოები კი თითქმის დასრულებულია, აგვისტოს ბოლოს სოფლის მოსახლეობა ახალი გზით სარგებლობას შეძლებს. პროექტის ფარგლებში 670 გრძივი მეტრის გზა დაიგო, მოეწყო ასფალტის საფარი და სანიაღვრე სისტემა. პროექტზე 303 943 ლარი დაიხარჯა.