Logo

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

20 აგვისტო 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი გუბერნატორები წარადგინა. შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტს გიორგი ხოჯევანიშვილი დაიკავებს. დღესვე, ახალ გუბერნატორი სოზარ სუბარმა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, დეპუტატებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა. „ის დღემდე იკავებდა თანამდებობას კომპანია „მაგთიკომში“. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დილით გამართულ შეხვედრაზე.