Logo

შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

03 სექტემბერი 2018

გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მაცხოვრებლებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს. გუბრენატორის თქმით, აუცილებელია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, რადგან ეს ხელს უწყობს პრიორიტეტების უკეთ განსაზღვრას და დროულ რეაგირებას. გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლოებას სამომავლო გეგმები და პროექტები გააცნო.

გუბერნატორი, ასევე, სოფლების საკორინთლოსა და ახალშენას გზების სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის შედეგად 3 კილომეტრამე გზის საფარი მოეწყობა. ახალი გზით ორი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.