Logo

შიდა ქართლის გუბერნატორი ქავიშხეთში მოსახლეობას და დამსვენებლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

07 სექტემბერი 2018

გიორგი ხოჯევანიშვილი რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იგი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დამსვენებლებსაც შეხვდა. ქვიშხეთი საკურორტო ზონაა და შესაბამისად, ზაფხულის პერიოდში ხალხმრავლობით გამოირჩევა. გუბერნატორის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადგილობირივი მაცხოვრებლების, ისე დამსვენებლების მოსაზრებებისა და საჭიროებების გაცნობა. შეკრებილებმა გუბერნატორს ის საკითხები გააცნეს, რაც სოფლისთვის მნიშვნელოვანია და მოგვარებას საჭიროებს.
 
რწმუნებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე იმსჯელა გამოკვეთილი საკითხების გადაჭრის გზებზე და ასევე, დაგეგმა მუნიციპალიტეტების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა შესაბამის სამსახურებს გააცნოს შეხვედრაზე დასმული საკითხები და ერთობლივად მოხდეს გადაჭირს გზები მოძიება.
 
ხოჯევანიშვილმა ქვიშხეთში მიმდინარე სასტუმროს სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა. ,,მსგავსი ტიპის ობიექტების მშენებლობა ხელს შეუწყობს როგორც რეგიონის საკურორტო ზონების პოპულარიზაციას, ისე ტურიზმის განვითარებას. ამავდროულად, მაგალითი იქნება კერძო სექტორისთვის, მაქსიმალურად აითვისონ რეგიონის საკურორტო ზონებში და ინვესტიციები განახორციელონ მომსახურების სფეროში“ - აღნიშნა გუბენატორმა.
 
სასტუმრო 20 ნომერზეა გათვლილი და მომავალ წელს უკვე შეძლებს დამსვენებლების მიღებას.