Logo

შიდა ქართლის გუბერნატორმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა

07 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონული ოფისის ახალ ხელმძღვანელს, მიჰაელა ანა გერასიმას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოეწყო. მიჰაელა გერასიმამ გუბერნატორს მისი სამუშაო სპეციფიკისა და მისიის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობას. რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც სადამკვირვებლო მისია შიდა ქართლის რეგიონში ახორცელებს. შეხვედრის ბოლოს მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.