Logo

შიდა ქართლის გუბერნატორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის 156 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

10 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის 156 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. დღესვე, იუნკერებს, მსმენელებსა და აკადემიის პირად შემადგენლობას ახალი სასწავლო წლის დაწყება შიდა ქართლის გუბერნატორმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და აკადემიის რექტორმა მიულოცეს და პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები გადასცეს.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წლისთვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 81 იუნკერი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე 32 მსმენელი ჩაირიცხა. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსზე 60-მა მსმენელმა, მათ შორის სამაგისტრო პროგრამის 9 იუნკერმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელი იუნკერები ამჟამად ხუთკვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, რომლის დასრულების შემდეგაც სასწავლო პროცესს შეუერთდებიან.