Logo

გუბერნატორმა რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელა

20 სექტემბერი 2018

გორის სარაგბო გუნდ „ჯიქების“ მიღწევები და სამომავლო გეგმები - ეს იყო შიდა ქართლის გუბერნატორსა და საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის შემდგარი შეხვედრის მთავარი თემა. მხარეებმა სპორტის ამ სახეობის რეგიონში განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს.
საქართველოს რაგბის კავშირის რეგიონული განვითარების ხელმძღვანელმა, გაიოზ მონიავამ შიდა ქართლის გუბერნატორს დეტალურად გააცნო სარაგბო ცხოვრების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებული საჭიროებები და პერსპექტივები. თავის მხრივ, გიორგი ხოჯევანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ხელი შეუწყოს ყველა ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელს შეუწყობს.