No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში, პროექტის ‘’აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

13 სექტემბერი, 2024
in სიახლეები
გორში, პროექტის ‘’აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა’’ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „გორი ინნ“-ისა და „აჭარაბეთის“ მხარდაჭერით სოციალური პროექტის_ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა. ღონისძებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რწმუნებულის მოადგილე თემურ ხუბულური, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპორტულ ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა პარასპორტსმენებმა – ვახტანგ ახობაძემ, ლევან მახათაძემ, ირმა ზვერიაშვილმა, ნინო საბაშვილმა და გიორგი სვინტრაძემ. ასევე, ომის ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ონკოსაზოგადოების წევრებმა. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები_ გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გურული და მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე.

ღონისძიების ფარგლებში, გუნდური პრინციპით, ჩატარდა შშმ ვეტერანების, პარამკლავჭიდელებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების ინტეგრირებული შეჯიბრი მშვილდოსნობაში. ერთმანეთს დაუპირისპირდა 5 გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც, პარასპორტსმენებთან და ვეტერანებთან ერთად, აიასპარეზეს ტიტულოვანმა სპორტსმენებმა, ასევე, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” 5 მონაწილეს, პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ვახტანგ ახობაძეს, ლევან მახათაძეს, ირმა ზვერიაშვილს, ნინო საბაშვილს და გიორგი სვინტრაძეს პროექტის გენერალურმა სპონსორმა „აჭარაბეთმა“ ფულადი პრიზები გადასცა.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის 30-მუხლის იმპლემენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ თანასწორუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას.

წინა სიახლე

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

შემდეგი სიახლე

ხაშურში ახლადაშენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გაიხსნა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია