No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გუბერნატორი ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

30 ოქტომბერი, 2017
in სიახლეები
გუბერნატორი ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პირველ ეტაპზე გუბერნატორმა ხაშურში, № 8 საბავშვო ბაღისა და ხაშურის სპორტის სასახლის მშენებლობის მიმდინარეობა მოინახულა. მხარის რწმუნებულთან ერთად, ადგილზე მისი მოადგილე, სიმონ გულედანი და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი იმყოფებოდნენ. ხაშურის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბა სურამში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ,,ბაიაანთხევის“ რეაბილიტაცია, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სტიქიის სალიკვიდაციო“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მხარის რწმუნებული გაეცნო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ღვთაების მონასტრის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 600 მეტრიან აღმართზე იგეგმება ბეტონის გზის დაგება. პროექტის ფარგლებში თითქმის დასრულებულია სანიაღვრე არხის მოწყობა. ადგილობრივების თქმით, მათ ქუჩაზე მსგავსი მასშტაბის სამუშაოების არასდროს ჩატარებულა. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფელ ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნნენ. კახა სამხარაძის თქმით, პროექტები სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუბერნატორმა ხაზი გაუსვა ხაშურის სპორტის სასახლის პროექტს, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. გარდა შიდა საშეჯიბრო და სავარჯიშო სივრცეებისა, იგეგმება სპორტის სასახლის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია, სადაც განათება, სკამები, პარკინგი და დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გუბერნატორის თქმით, პროექტის ფარგლებში, იგეგმება მძლეოსნობის, ჭიდაობის, ჭადრაკის, კალათბურთის და სპორტის სხვა სახობების შესწავლისთვის დარბაზების მოწყობა. მიმდინარეობს საკონფერენციო და სასადილო სივრცეების კოსმეტიკური სამუშაოები. სპორტკომპლექსის პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს ნომრებსაც, რომელიც უცხოელი და ქართველი სპორტსმენებისთვის იქნება გათვლილი.  სასახლის გარე პერიმეტრზე მოეწყობა ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონები.

წინა სიახლე

გორის ციხეზე არქეო-გეოფიზიკური კვლევები ჩატარდა

შემდეგი სიახლე

სოციალური უფლებების თემაზე გორში ლექცია-შეხვედრა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია