No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

მამუკა საღარეიშვილმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა დაათვალიერა

22 თებერვალი, 2021
in სიახლეები
მამუკა საღარეიშვილმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა დაათვალიერა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო. სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირდა და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვის მნიშვნელობაზე. “კორონავირუსის პანდემიამ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა შეცვალა, თუმცა 1 თებერვლიდან შიდა ქართლის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. სასწავლო დაწესებულებებში დაცულია უსაფრთხოების წესები, ყველა სკოლაში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.” – აღნიშნა საღარეიშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს სავალდებულო ტესტირება უტარდება. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, უსაფრთხოების დაცვა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია.
წინა სიახლე

მალე ქარელს საცურაო კომპლექსი ექნება

შემდეგი სიახლე

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია