No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22 თებერვალი, 2019
in სიახლეები
ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომლის სამუშაოებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამ ეტაპისთვის პროექტირება უკვე დასრულებულია, მშენებლობაზე ტენდერი კი უახლოეს პერიოდში გამოაცხადდება. პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახლ-მუზეუმს და მოეწყობა ეზო. აღდგება მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც. მიმდინარე პროცესში აქტიურად არის ჩართული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაციაშია როგორც მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათი მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობისას გათვალისწინებული იყოს.

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე შეხვდა ადგილობრივებს და სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში მათი საჭიროებები მოისმინა. სხვა პროექტებთან ერთად, მიმდინარე წელს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების _ დიცის, ქორდისა და არბოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

,,ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და თავისი ფუნქცია დავუბრუნოთ. ისეთი საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმს, როგორიც ნიკო ლომოურია, ნამდვილად სათანადო დაფასება სჭირდება. მეორეს მხრივ, კი არბო საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და პრიორიტეტულია სოფლის გაძლიერება და ხელშეწყობა, ეს იქნება საყოფაცხოვრებო, სპორტის თუ კულტურის ობიექტების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით. მუზეუმის რეაბილიტაცია ნამდვილად ხელს შეუწყობს დამთვალიერებლების სიმრავლეს, ახალგაზრდების გააქტიურებასა და სოფლის განვითარებას. ერთობლივი ძალებით უნდა გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს ისტორიას, ისე ვიზრუნოთ მომავალზე“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

წინა სიახლე

სამხარეო ადმინისტრაცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს

შემდეგი სიახლე

ბაიანთხევისა და გვერდისუბნის დასახლებებში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაიწყება

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია