No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალწვეულებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს.

14 ივნისი, 2023
in სიახლეები
პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა
ფიცის დადების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ანზორ ჩუბინიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფიცის დადების ცერემონიის დაწყებამდე ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წვევამდელებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა.
“გილოცავთ თითოეულ წვევამდელს თქვენთვის მნიშვნელოვან ფიცის დადების დღეს. 1994 წლიდან ეს სამსახური უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მას აბარია სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვა, რაც პასუხისმგებლობას ერთი-ორად ზრდის. სამშობლოს სამსახურში ყოფნა ერთდროულად დიდი სიამაყე და ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა. ამიერიდან, თქვენ ქვეყნის სამსახურში იქნებით, რომელსაც პირნათლად უნდა ემსახუროთ. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ შინდისის გმირების მემორიალთან შევიკრიბეთ და ამ გამორჩეულ ადგილზე დებთ ფიცს. ქვეყნის სიყვარული უპირველესია, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ჩვენი გმირების სახით. სწორედ სიყვარული, ერთგულება და პროფესიონალიზმია ერთიანი და ძლიერი ქვეყნის წინაპირობა. გისურვებთ წარმატებას და მუნდირის ღისეულად ტარებას.”
სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფიცის წარმოთქმის შემდეგ, წვევამდელები მამა გიორგიმ დალოცა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
წინა სიახლე

შიდა ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტეუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

შემდეგი სიახლე

გორში კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოები გაიხსნა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია