No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ტარიელ ხეჩიკაშვილმა გორში სპორტული ობიექტები მოინახულა

19 ივნისი, 2017
in სიახლეები
ტარიელ ხეჩიკაშვილმა გორში სპორტული ობიექტები მოინახულა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულ – გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გორში იმყოფებოდა და  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. სტადიონი 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადება.
ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება, გორის ცენტრალური სტადიონი ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, სამუშაოების ჩასატარებლად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1 354 000 ლარი გამოიყო.
სტადიონზე ამ ეტაპზე ბოლო დეტალების დაზუსტება და მოწესრიგება მიმდინარეობს და ორი კვირის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს, ბურჯანაძის სახელობის სტადიონი ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ სრულ მზადყოფნაში იქნება. სტადიონის შემდეგ მინისტრი ქართლის მოედანს ესტუმრა, იქ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო და მოედანზე უახლოეს მომავალში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას მითითებები მისცა. ქართლის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 52 ათასი ლარი გამოიყო და სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
მინისტრმა რაგბის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე მრავალფუნქციური სპორტის სასახლის სამუშაოებიც დაათვალიერა და ლევან ტარყაშვილისგან მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო – ტარყაშვილი “სპორტმშენსერვისის” დირექტორია, თავის მხრივ “სპორტმშენსერვისი” სპორტის სასახლის დროულად და ხარისხიანად მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. დღის ბოლოს ხეჩიკაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად  შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორის მეგობრობის ტურნირის ფინალს დაესწრო, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა. ერთმანეთს სოფელ მეღვრეკისისა და ერგნეთის გუნდები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება და ჩემპიონისთვის კუთვნილი თასი მეღვრეკისის გუნდს დარჩა, რომელმაც შეხვედრა 1:0 მოიგო. სტუმრებმა გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დააჯიდოვეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან კი რეგიონში სპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.  ფეხბურთის ფედერაციამ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანა – ევროპირველობას 2-15 ივლისს საქართველო მასპინძლობს.
წინა სიახლე

ინფრასტრუქტურის მინისტრი ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

შემდეგი სიახლე

გორის მერმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია