No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის ადმინისტრაციაში USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ იმსჯელეს

12 ნოემბერი, 2019
in სიახლეები
შიდა ქართლის ადმინისტრაციაში USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის შესახებ იმსჯელეს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა პროექტის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ხაზი გაუსვა პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობას. როგორც საუბარში აღნიშნა, პროგრამის მიზანია დააჩქაროს იმ სექტორების ზრდა, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის და მიკრო, მაკრო და საშუალო საწარმოების მოგების გაზრდის პოტენციალი. პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორის, ეკონომიკური აქტივობების გაფართოებას ტურიზმსა და სხვა სექტორებში.

შეხვედრაზე მხარეებმა შიდა ქართლის რეგიონის ჭრილში იმსჯელეს იმ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რასაც აღნიშნული პროგრამა იძლევა. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს პროექტის წარმატებულ განხორციელებას.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ყოველი ახალი პროექტი რეგიონისთვის კარგი გამოცდილების მომტანია, მით უფრო, როცა პროექტები თავის მხრივ გულისხმობს რეგიონის ფინანსურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და კვალიფიცაკიის გაუმჯობესებას. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება.“ – აღნიშნა რწმუნებულმა.

პროექტის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში პროგრამა ხელს შეუწყობს სულ მცირე, 4000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 600 დიდი, მცირე და საშუალო საწარმოს გაძლიერებას. ასევე, მხარდაჭერილი საწარმოების გაყიდვების 50 მილიონი აშშ დოლარით გაზრდას და 15 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას შექმნილი თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამა მოიცავს 4 კომპონენტს – სამიზნე სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერებას; მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ეფექტურობის რეალიზაციისა და ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და მათ მიერ ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნის მხარდაჭერას; სექტორების მოთხოვნის შესაბამისი ძალის განვითარებასა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

წინა სიახლე

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

შემდეგი სიახლე

პოლონეთში სასწავლო ვიზიტიდან დაბრუნებულ ფერმერებს შიდა ქართლის რწმუნებული შეხვდა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია