No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია

17 ივლისი, 2021
in სიახლეები
შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, კომპანიის „სილქ უოთერ გრუპი“ ფართობზე ხორბლის აღების პროცესს – ალოობას დაესწრო.
კომპანიას „სილქ უოთერ გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 120 ჰა-ზე ქართული ჯიშის ,,ლომთაგორა“ ხორბალს, 50 ჰა-ზე ქერს და 100 ჰა ფართობზე იონჯას აწარმოებს. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისთვის, კომპანია თესლბრუნვას ახორციელებს.
დღისათვის, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 95 ერთეული კომბაინი. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ჯამში, 14 000 ჰა-მდე ფართობზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. ” აქტიურ ფაზაშია მარცვლეული კულტურების აღების პროცესი შიდა ქართლში, ფერმერები შეუფერხებლად ახორციელებენ პროცესს” – აღნიშნა შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიამ მჭედლიძემ.
სოფელ შინდისში ხორბლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.
წინა სიახლე

ვალერიან მჭედლიძე კორეის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დაესუ ჩანგს შეხვდა

შემდეგი სიახლე

გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაცია დასრულდა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია