No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაბინავებულია – ფერმერებმა 12 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს

16 დეკემბერი, 2025
in სიახლეები
რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების თანამშრომლები გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, ქ. გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები საკოორდინაციო შტაბის წევრებთან და პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეაჯამა.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 15-მა საწარმომ 40 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 12 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო სუბსიდია 4 მლნ ლარზე მეტია.
პროგრამის ფარგლებში, ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.
სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემდა.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.
შემაჯამებელ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები გიორგი ავალიანი და გიორგი მაზიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი და პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეები ესწრებოდნენ.
წინა სიახლე

გორმა ქართული ჭიდაობის საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობას უმასპინძლა

შემდეგი სიახლე

ქარელში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

სიმონ გულდანი გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტების შემუშავების პროცესის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება

ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.

თამაზ ბესტაევი გორის ეთნოგრაფულ მუზეუმში გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა

ბათუმის საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე სიმონ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია