No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად ფერმერებმა 9 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს

16 დეკემბერი, 2021
in სიახლეები
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად ფერმერებმა 9 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგები შტაბის წევრებთან და პროგრამაში ჩართული საწარმოების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 35 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქ. გორში ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა. პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 13 საწარმო იბარებდა შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა–მთიანეთისა და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

წინა სიახლე

სურამის კლინიკაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს

შემდეგი სიახლე

ვალერიან მჭედლიძემ სამხარეო ადმინისტრაციაში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

მსგავსი სიახლეები

ხაშურში ზემო სერის ტყე-პარკთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გუბერნატორმა საკორინთლო-ახალშენას მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში შიდა გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელში სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა

ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია