No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

განათლების მინისტრი გორის სახელმწიფო უნივერისტეტში აკადემიურ პერსონალს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა, სადაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

12 მარტი, 2026
in სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა, სადაც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და გორის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე დაესწრნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია პროცესებში აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან რეგულარულად იმართება სამუშაო შეხვედრები. საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მიმართულებებზე, რომლებსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სტუდენტთა მიღების კვოტების გადანაწილებაზე, სტუდენტთა მობილობასა და აკრედიტაციის სტანდარტებზე იმსჯელეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
წინა სიახლე

მელიორაციის საკითხებზე შიდა ქართლში შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სიახლე

რწმუნებულის ადმინისტრაციაში სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმა განიხილეს

მსგავსი სიახლეები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სახელმწიფო რწმუნებულებსა და მერებს შეხვდა

შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ბათუმში დაგეგმილ ტურისტულ გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას

შიდა ქართლში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა განიხილეს

სიმონ გულედანი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ჰააგის სასამართლოს ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია