No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

,,გორის დღე 2019″ – საზეიმოდ აღინიშნა

13 ოქტომბერი, 2019
in სიახლეები
,,გორის დღე 2019″ – საზეიმოდ აღინიშნა

გორში „გორის დღე 2019“ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ხილი, ღვინო და ჭაჭა, ასევე, ყურძნის წურვის, ჩურჩხელებისა და ხელნაკეთი ნივთების მომზადების პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. გორის გარდა დღესასწაულზე წარმოდგენილი იყო კასპის, ქარელის, ხაშურის, ქურთის, ერედვისა და თიღვის მუნიციპალიტეტების კუთხეებიც.

კირიონ II-ისა და გოგებაშვილის ქუჩებზე კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„გორის დღის“ დღესასწაულზე ტრადიციულად ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. საპატიო გორელი წელს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 15 ადამიანი გახდა.

საპატიო მოქალაქეები მეუფე ანდრიამ, მეუფე ისაიამ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის გოგონათა გუნდი და ანსამბლი „გორი“ მონაწილეობდნენ.

“გორის დღე 2019” ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე გალა – კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა

წინა სიახლე

შიდა ქართლის რეგიონში აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა

შემდეგი სიახლე

სურამის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია