წიგნის პრეზენტაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი დაესწრო. კრებულში თავმოყრილია ასზე მეტი ქართველი ავტორის ლექსი, რომელიც ქალაქ გორს ეძღვნება. წიგნის შექმნისა და მისი კონცეფციის ინიციატივა გორის მწერალთა სახლს ეკუთვნის.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება ყოვლთვის მხარს უჭერს მსგავს ინციატივებს და ხელს უწყობს ადგილობრივი შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრვი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.