No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორის ციხის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საჯარო განხილვა მოეწყო

12 მარტი, 2019
in სიახლეები
გორის ციხის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე საჯარო განხილვა მოეწყო

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის ჰაბის ორგანიზებით გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების თემაზე შეხვედრა მოეწყო. შეხვედრას რეგიონის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ამჟამად, გორის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეკრებილებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. არქეოლოგიური გათხების დასრულების შემდეგ იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც გორის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პერსპექტივებთანაა დაკავშირებული. ასევე, იმსჯელეს გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემის, ციხის ტერიტორიის სრულად ათვისებისა და სამუზეუმო სივრცის მოწყობის საკითხებზე.

,,კარგი შეხვედრა გვქონდა, რადგან ყველა დაინტერესებულმა მხარემ მივიღეთ მონაწილეობა და ერთობლივად ვიმსჯელეთ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განვითარების საკითხზე. საინტერესო იდეები გაჟღერდა, რაც შემდგომ გათვალისწინებული იქნება. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრა მოვაწყოთ უშუალოდ გორის ციხეზე, სადაც ადგილზე გავეცნობით როგორც პირველადი სამუშაოების შედეგებს, ისე ლომჭაბუკის ძეგლის ირგვლივ მიმდებარე საპროექტო სამუშაოებს”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

წინა სიახლე

ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

შემდეგი სიახლე

სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია