გორიჯვარი

თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე,  გორიჯვრის მთაზე, უძველესი ტაძარი – გორიჯვარი მდებარეობს.
ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს-ის ნაგებობა იყო. ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, ტაძრის საძირკველში დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი.