No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორმა ცოტნე ბარამიძის სახელობის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

9 თებერვალი, 2026
in სიახლეები
ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.
გორის სპორტის სასახლეში თავისუფალ ჭიდაობაში ცოტნე ბარამიძის სახელობის რიგით მესამე მემორიალური ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა სპორტსმენმა (გოგონებმა და ვაჟებმა) საქართველოდან და მსოფლიოს ოთხი სხვადასხვა ქვეყნიდან. ტურნირში 2011-2013 წლებში დაბადებული მოჭიდავეები სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ღონისძიების გახსნას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილეები, გორის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
ტურნირის დაწყებამდე საბერძნეთის, ისრაელის, სომხეთისა და ყაზახეთის გუნდებს მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელები გადაეცათ.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ტურნირის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ცოტნე ბარამიძე გორისა და ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალური ტურნირი უკვე მესამედ იმართება. მსგავსი სპორტული აქტივობები უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის.
გუნდური შედეგების მიხედვით გამარჯვება გორის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილზე ყაზახეთი, ხოლო მესამე ადგილზე სომხეთის გუნდი გავიდა.
ცოტნე ბარამიძე იყო საქართველოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ევროპის პრიზიორი ჭაბუკებს შორის და ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის კლუბის მწვრთნელი. ვეტერანი სპორტსმენი 2023 წლის აგვისტოში გარდაიცვალა.
ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ხოლო მხარდამჭერი — საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
წინა სიახლე

საქართელოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სიახლე

ბათუმის საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე სიმონ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართა

მსგავსი სიახლეები

ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.

თამაზ ბესტაევი გორის ეთნოგრაფულ მუზეუმში გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მდინარე ტანას შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა

ბათუმის საერთაშორისო გამოფენის საორგანიზაციო საკითხებზე სიმონ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართა

გორმა ცოტნე ბარამიძის სახელობის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

საქართელოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია