No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

7 თებერვალი, 2023
in სიახლეები
გორში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება დღეიდან სრული დატვირთვით მოემსახურება პატარებს. თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა 180 აღსაზრდელზეა გათვლილი და ჯამში 6 ჯგუფი იფუნქციონირებს.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სააღმზრდელო დაწესებულება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა, რაზეც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. შენობის გარდა, მოეწყო ეზო და დამონტაჟდა ატრაქციონები.
,,დღეს გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახლადაშენებული საბავშვო ბაღი გავხსენით. ვულოცავ პედაგოგებსა და აღსაზრდელებს. ამიერიდან, პატარები და პედაგოგები სასწავლო პროცესს კეთილმოწყობილ შენობაში გააგრძელებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი და კომფორტული გარემო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. რა თქმა უნდა, აღნიშნული ინიციატივა შეეხება შიდა ქართლის რეგიონსაც.”- აღნიშნა მხარის რწმუნებულმა
წინა სიახლე

მიხეილ შაყულაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

შემდეგი სიახლე

მიხეილ შაყულაშვილი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2025“ – ის ფარგლებში გორში მარათონული გარბენი გაიმართა

სიმონ გულედანმა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგოებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ქარელში ახლადრეაბილიტრებული სკოლა გაიხსნა

სახალხო დღესასწაული ,,ქარელობა 2025″ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

გორელი წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

სოფელ მღებრიანში მდებარე კლიკის ჯვრის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია