გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სკვერში გამართულ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად დაესწრო.
გაიმართა ადგილობრივი მეწეარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული და გასართობი სივრცე პატარებისთვის, გარდა ამისა, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნამუშევრები და დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს.
გარდა გორისა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებები მოეწყო შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.