No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში ევროკომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

4 თებერვალი, 2023
in სიახლეები
გორს ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) C1 საქართველოს, მოლდოვის და ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიანა იაბლონსკა, ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. დელეგაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად უმასპინძლა. სტუმრებმა გორში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაათვალიერეს, რომელის ფარგლებშიც ლომჭაბუკის მონუმენტის, სკვერისა და ამავე სკვერში არსებული შენობის (საგამოფენო სივრცე) რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყო გორისციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტირდა რუსთაველის მემორიალი და მიმდებარე სკვერი. გარდა ამისა, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახელოსნოები (ტრადიციული რეწვისა და კულინარიის სივრცეები), ხოლო ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის ძველ, ისტორიულ ხიდს. პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358 836 ევროს შეადგენს.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა ლომჭაბუკის სკვერში მდებარე საგამოფენო სივრცე – ხელოვნების სახლიც მოინახულეს, ასევე ეწვივნენ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და გორის ციხეს. ,,ჩვენს სტუმრებთან ერთად დღეს სწორედ ის პროექტები მოვინახულეთ, რომლებიც მათთან პარტნიორობით განხორციელდა. გორის ციხის მიმდებარედ არსებული ლომჭაბუკის სკვერი თავისი ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია ქალაქისთვის და მის განახლებასაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ჩვენთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, ვიმედოვნებ, სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
წინა სიახლე

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს

შემდეგი სიახლე

მიხეილ შაყულაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა შიდა ქართლის რეგიონში შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შიდა ქართლის რეგიონმა ბათუმში გამართულ რიგით მე-16 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში ”EBIT 2025” – ში მიიღო მონაწილეობა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია