No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

15 დეკემბერი, 2017
in სიახლეები
გორში ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში, გორში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა გუბერნატორის ადმინისტრაციაში. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგნეტოს (GITA) წარმომადგენლებმა ქალაქის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს და რეგიონის გუბერნატორს კახა სამხარაძეს დაგეგმილი პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.  სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იმ ობიექტების შესახებ სადაც, ინოვაცების ცენტრის განთავსება იქნება შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო თავად მოახდენს ცენტრისთვის განკუთვნილი შენობის რემონტს, ადაპტირებასა და აღჭურვას. ინოვაციების ცენტრი ერთ სივრცეში რამდენიმე კომპონენტსა და სერვისს გააერთიანებს. მათ შორის იქნება: ინოვაციების ცენტრები; ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბება; უნარ-ჩვევების ამაღლება დასაქმების მიზნით; ბიზნეს ინოვაციების მხარდაჭრა, სტარტაპ და ბიზნეს ინოვაციების წილობრივი გრანტების საკითხებში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა, ასევე ტექნიკური დახმარება ინოვაციების დაფინანსების პოლიტიკის ნაწილში. ცენტრში შეიქმნება ინოვაციებისა და სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა. კომპიუტერებით აღიჭურვება ცენტრში არსებული მცირე სასწავლო ოთახები, მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, ასევე მოხდება მცირე ფაბრიკაციის, ლაბორატორიისა და საერთო სამუშაო სივრცის შექმნა. პროექტი ითვალისწინებს სხვადსხვა სახის ტრენინგებსა და სწავლებებს პროგრამირების მიმართულებით. ასევე, საჯარო ლექციებისა და ონლაინ სწავლებების ორგანიზებას. ინოვაციების ცენტრი უახლესი ლაბორატორიული და კომპიუტერული სისტემით აღიჭურვება.

წინა სიახლე

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ახალი სკვერი გაიხსნა

შემდეგი სიახლე

I ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა

მსგავსი სიახლეები

სოფელ მეჯვრისხევში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

„საძოვრების მართვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კასპში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლის რწმუნებული პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო

100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტები 500 ლარიანი ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია