No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შესახებ კონფერენცია გაიმართა

16 ნოემბერი, 2023
in სიახლეები
გორში კონფერენცია სახელწოდებით – “ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მოწყვლადი თემის შესაძლებლობების გაძლიერება და გამოწვევები” გაიმართა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო და შეკრებილ მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ,, სამხარეო ადმინისტრაცია და ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან. ორგანიზაცია ,,ქართლოსთან“ უკვე გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება და ამ პროექტის ფარგლებშიც ანალოგიურად, მჭიდროდ ვპარტნიორობთ. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და საერთო პროექტების განხორციელება. ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილებების გაზიარება ჩვენთვის დროული და აუცილებელია. როგორც იცით, შიდა ქართლის რეგიონის, ისევე როგორ მთელი ქვეყნის, უმთავრესი გამოწვევა ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზია. ეს პროექტი სწორედ საოკუპაციო ხაზთან მდებარე მოწყვლადი თემების შესაძლებლობების გაძლიერებას, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და ქალებისა და ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია ,,ქართლოსს“ და რა თქმა უნდა, სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და არაერთ ერთობლივ და შედეგზე ორიენტირებულ პროექტს განვახორციელებთ.“
კონფერენციაში მონაწილეობა სამხარეო ადმინისტრაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ადგილობრივებმა, მეწარმეებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა – ქალები და ახალგაზრდები ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგებულ თემებში, როგორია ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე თემების სასოფლო სამეურნეო და ინფრასტრუქტურული საჭიროებები?, ადგილობრივი ცნობადობის, რეგიონალური ბრენდირების და აგროტურიზმის გაფართოება, ადმინისტრაციული საზღვრის თემების უსაფრთხოების ასპექტები და გამოწვევები და გარემოსდაცვითი საკითხები და მწვანე ინოვაციების დანერგვის პოტენციალი. გარდა ამისა, პროექტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები. ვიშეგრადის ქვეყნების (სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) ექსპერტებმა შეკრებილებს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. თავის მხრივ, ადგილობრივმა გამომსვლელებმა რეგიონში მათი საქმიანობის, გამოწვევებისა და გეგმების შესახებ ისაუბრეს.
კონფერენცია SlovakAid-ის მიერ მხარდაჭერილ და MESA10-ისა და მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.
წინა სიახლე

კასპის მუნიციპალიტეტში სანელებლების საწარმო ,,იგოეთი“ ფუნქციონირებს

შემდეგი სიახლე

წარმატებულ სტუდენტებს 500 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია