No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა მოეწყო

20 ივლისი, 2017
in სიახლეები
გორში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო გამყოფი ხაზთან მდებარე სოფლების – ბერშუეთის, აძვის, მერეთის, ერგნეთისა და სკრის მოსახლეობას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები შეხვდნენ. შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული – გუბერნატორი, კახა სამხარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დეპუტატებმა მოისმინეს ადგილობრივების საჭიროებები და მათთან ერთად იმსჯელეს მოგვარების შესაძლებლობებზე. კომიტეტის წევრებმა დაათვალიერეს სოფლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ძირითადი ნაწილი მოძველებული და მოუწესრიგებელია. კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ ქალაქ გორში „ქართლის“ სტადიონზე და დევნილ ბავშვთა საფეხბურთო გუნდს ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს. ასევე მოინახულეს გორში მიმდინარე სპორტის სასახლის მშენებლობაც. მოგვიანებით, გორის მუნიციპალიტეტის შენობაში კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოისმინეს თენგიზ ხუბულურის მოხსენება გორის რაიონში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული მდგომარეობის და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ. იმსჯელეს გორის სპორტული ტრადიციებისა და მათი გაგრძელების პერსპექტივებზე. სხდომაში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანაასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და სპორტის სხვადასხვა სახეობის, ქალაქ გორისა და გორის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

წინა სიახლე

შიდა ქართლში თევზის საწარმო გაიხსნა

შემდეგი სიახლე

გუბერნატორმა ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

მსგავსი სიახლეები

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2025“ – ის ფარგლებში გორში მარათონული გარბენი გაიმართა

სიმონ გულედანმა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგოებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ქარელში ახლადრეაბილიტრებული სკოლა გაიხსნა

სახალხო დღესასწაული ,,ქარელობა 2025″ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.

გორელი წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ

სოფელ მღებრიანში მდებარე კლიკის ჯვრის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია