No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

28 მარტი, 2024
in სიახლეები
გორში სპორტის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

სპორტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სპორტის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები განიხილეს.

სხდომა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, კომიტეტი, გასვლითი სხდომების ფორმატში, საქართველოს რამდენიმე რეგიონს უკვე ეწვია და ადგილზე გაეცნო იმ წარმატებებსა თუ გამოწვევებს, რომელიც ადგილობრივ სპორტულ საზოგადოებას აქვს. შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე დაესწრო. მისი თქმით, შიდა ქართლის რეგიონში ბევრი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა და ადგილობრივი ხელისუფლება ძალისხმევას არ აკლებს, რომ დიდი სპორტული ტრადიციები გაგრძელდეს. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სხვადასხვა სპორტული ტურნირების გამართვასთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულის ადინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით სპორტის სახეობებში „საზაფხულო სპორტული თამაშები“ ტარდება. კომიტეტის გასვლით სხდომაზე გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების მერებმა მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გამომსვლელებმა გორში, ხაშურსა და კასპში საცურაო აუზების აშენების მნიშვნელობაზე, დამატებით სპორტული მოედნების მშენებლობაზე, არსებული დარბაზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და მწვრთნელების ანაზღაურების საკითხებზეც იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სპორტის ხელშეწყობისთვის მეტი რესურსი და საშუალება მიეცეს, კომიტეტის კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე მუშაობს. კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგიონში მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რის გამოც სპორტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე თქმით, საცურაო აუზის მშენებლობა სოლიდურ ფინანსებს უკავშირდება და კომიტეტი მზად არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში შესაბამის სამინისტროებთან აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს. გასვლითი სხდომა სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერებით გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, კრივის დარბაზი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა და ხაშურის სპორტული სტადიონი დაათვალიერეს.

წინა სიახლე

ლევანს ხარაბაძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა

შემდეგი სიახლე

ქარელში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია