No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გორში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

1 აგვისტო, 2016
in სიახლეები
გორში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება, – ამ მიმართულებით 65 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში.

მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში აშენდება.

მთავრობის მეთაურმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს მიმართა თხოვნით, მოიძებნოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა, ერთის მხრივ, სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და, მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურა იმართებოდეს ჯანსაღი ბიზნესმოდელით.

“სახელმწიფო, ალბათ არ უნდა გახდეს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის კონკურენტი და უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის მოდელი, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის და მნიშვნელოვანი იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ გავხდეთ ამ ინფრასტრუქტურის მმართველი”, – აღნიშნა პრემიერმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში და განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას.

ტარიელ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, დიდია მეზობელი ქვეყნების ინტერესი საქართველოში ერთობლივი შეკრებებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

“ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა. შესაბამისი შედეგიც გვაქვს – საქართველო პრაქტიკულად გახდა რეგიონული ცენტრი, სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა

წინა სიახლე

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე სიახლეები ოსურ ენაზეც გამოქვეყნდება

შემდეგი სიახლე

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

მსგავსი სიახლეები

გორის მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე დისკუსია გაიმართა

ქარელში სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია