შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის სპორტის სასახლეში, Georgian Combat League (GCL)-ის პირველ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო.
დღის მთავარი ორთაბრძოლა გორელი მებრძოლის, შოთა ბეთლემიძისა და თურქი სპორტსმენის, ოზგულ ოზპოლატის შეხვედრა იყო. შოთა ბეთლემიძემ მეტოქე დაამარცხა და სპორტის ამ სახეობაში კარიერის 30-ე გამარჯვება მოიპოვა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, გორის მუნიციაპლიტეტის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
ღონისძიების მთავარ მიზანი სპორტის პოპულარიზაცია, ლიგის განვითარება და სამომავლოდ, ფართო ასპარეზზე გასვლაა. შვიდ რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ, წლის ბოლოს GCL-ი გრანდიოზულ ფინალურ ღონისძიებას თბილისში გამართავს. ღონისძიებას მაყურებელთან ერთად უცხოელი სპორტული აგენტებიც დაესწრებიან, რაც პერსპექტიული ქართველი სპორტსმენების აღმოჩენასა და საერთაშორისო სპორტულ სივრცეში მათ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
