No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლები მაია შამირიანს სტუმრობდნენ

3 დეკემბერი, 2016
in სიახლეები
გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლები მაია შამირიანს სტუმრობდნენ

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქორომელიძემ და გუბერნიის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მაია შამირიანი მოინახულეს, რომელიც ამჟამად ქ. გორში, კომბინატის დასახლების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილებთან ერთად. შამირიანს რამდენიმე თვის წინ ავთვისებიანი სიმსიმვნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა უსახსრობის გამო შესაბამისი კვლევების ჩატარება ვერ მოახერხა. ამასთან ერთად დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მათი მდგომარეობის შესახებ გუბერბერნიის ადმინისტრაციისათვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული ოჯახის მდგომარეობისა და სიტუაციის შესწავლა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და არასათანადო პირობებში უხდებათ ცხოვრება. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ინიციატივით მცირეწლოვან ბავშვებს, რომელთაც იატაკზე ეძინათ შეუძინეს საწოლი და მაგიდა, რაც მცირედით მაინც გააუმჯობესებს მათ პირობებს. ასევე მაია შამირიანს დაეხმარებიან ანალიზებისთვის განკუთვნილი საფასურის დაფინანსებაში. ,,ამ ოჯახის მდგომარეობის შესახებ ჩვენთვის რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, მოვიძიეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებიდან და ერთობლივად შევისწავლეთ სიტუაცია, თუ რა გზები არსებობდა საკითხის მოსაგვარებლად. როგორც აღმოჩნდა ქალბატონის ჯანმრთელობის პრობლემასთან ერთად ოჯახის საცხოვრებელი პირობებიც არასახარბიელოა, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, რომლებიც მცირეწლოვანები არიან და ფაქტობრივად იატაკზე უწევთ ღამის გათენება. სამწუხაროა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობასა და საშუალებას, რომ პირველ ეტაპზე ელემენტარული პირობები მაინც შევუქმნათ, რათა ღირსეულ პირობებში შეძლონ ცხოვრება. სამუშაო და გამოწვევები ბევრია, თუმცა ერთმანეთის გვერჩი დგომით, ერთობლივი მუშაობითა და ძალისხმევით შევძლებთ სასურველი შედეგის მიღებას.“ – აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ

წინა სიახლე

გორში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნა

შემდეგი სიახლე

გორში ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია