No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

დირბში საავტომობილო გზისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

28 აპრილი, 2021
in სიახლეები
დირბში საავტომობილო გზისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დირბში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრეები და დაიგება 535 გრძივი მეტრის გზა. სამუშაოებზე 335 000 ლარია განსაზღვრული. რაც შეეხება სასმელი წყლის პროექტს, მისი ღირებულება 300 000 ლარზე მეტს შეადგენს. დაგეგმილია სატუმბი შენობის რეაბილიტაცია, დრენაჟისა და წყალშემკრები ჭების გაწმენდა, ასევე, წყალსადენის სადაწნეო მაგისტრალური მილსადენის მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო. მისი თქმით, რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გზების, სასმელი წყლის სისტემების, სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას, თითოეული პროექტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე.
,,რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, მიუხედავად პანდემიისა, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული შესრულებული სამუშაო პასუხობდეს ადგილობრივების საჭიროებებს.“ – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.
წინა სიახლე

კამპანიის „აჩუქე წიგნი“ ფარგლებში მამუკა საღარეიშვილმა კოდას სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა

შემდეგი სიახლე

მამუკა საღარეიშვილი რეგიონში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

მსგავსი სიახლეები

რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მიხეილ ფავლენიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო რწმუნებულმა ღონისძიებაში – „ბავშვების ხმა მნიშვნელოვანია“ მიიღო მონაწილეობა

გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ხურვალეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი შიდა ქართლში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

en Englishka Georgian
ka ka
No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია