No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მეჯვრისხევში განახლებული ამბულატორია გაიხსნა

21 ივნისი, 2023
in სიახლეები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ადგილობრივი ამბულატორიის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
პროექტის ფარგლებში განახლდა სანტექნიკა, ელექტრო და გათბობის სისტემები, მოწესრიგდა შიდა ინტერიერი, მოეწყო პანდუსი და ხელმისაწვდომი სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ამბულატორია აღიჭურვა ახალი ავეჯითა და პირველადი სამედიცინო ინვენტარით. სამედიცინო დაწესებულება პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას გაუწევს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 6000-ზე მეტ პაციენტს, მათ შორის, 1000-ზე მეტ ბავშვს.
გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ჯანდაცვის სამინისტროს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
,, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთვის საცხოვრებლად ღირსეული პირობების შექმნა. ეს ეხება როგორც სამედიცინო, ისე საზოგადოებრივ და თუ საგანმანათლებლო ობიექტების კეთილმოწყობასა და გამართულად ფუნქციონირებას. აქვე აღვნიშნავ, რომ შენობა გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით რეაბილიტირდა. პროექტი სამედიცინო მომსახურების განვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.“ – აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.
სოფელ მეჯვრისხევის ამბულატორია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Dialogue პროექტის ფარგლებში განახლდა, რომელიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავსი ადგილობრივი პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ხორციელდება.
წინა სიახლე

მიხეილ შაყულაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გამართა

შემდეგი სიახლე

რწმუნებულის ადმინისტრაციაში “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მოეწყო

მსგავსი სიახლეები

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ატენის ხეობის განვითარების გეგმის შესახებ მორიგი განხილვა მოეწყო

თევზმომშენებელ ფერემებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

შიდა ქართლის სახელმწიფო ადმინისტრაციაში 2024 წელი შეაჯამეს

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია