No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

,,ევროპის დღეების” დასკვნით ღონისძიებას არტ-ვილა გარიყულამ უმასპინძლა

22 მაისი, 2019
in სიახლეები
,,ევროპის დღეების” დასკვნით ღონისძიებას არტ-ვილა გარიყულამ უმასპინძლა

,,ევროპის დღეები 2019″-ის დახურვის ღონისძიება ,,მე-ევროპელი” კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე არტ-ვილა გარიყულაში მოეწყო. ღონისძიებას შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპლაიტეტში მცხოვრები უფროსკლასელები და სტუდენტები დაესწრნენ. შეხვედრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გახსნა და ახალგაზრდებს ევროპა-საქართველოს პარტნიორობასა და განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ხაზი გაუსვა განათლების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და შეკრებილებს ამ მიმართულების კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლექცია წაიკითხა საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირზე, ევროპულ ღირებულებებზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განათლების მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ღონისძება პოსტერების კონკურსის „საქართველოს ევროპული გზა“ გამარჯვებულის დაჯილდოებით დასრულდა.

წინა სიახლე

გიორგი ხოჯევანიშვილი წყალტუბოში გამართულ თვითმმართველობის ფორუმს დაესწრო

შემდეგი სიახლე

პროექტის ,,დაგვანახე შენი სოფელი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მსგავსი სიახლეები

ქარელის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მწერალთა სახლში წიგნის „გორი ქართულ პოეზიაში” პრეზენტაცია მოეწყო

გორში საერთაშორისო ფესტივალის ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე“ დასკვნით ღონისძიება გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ოკამს, ლავრისხევსა და ზემო ხანდაკს მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება

შიდა ქართლში მცხოვრებ მაღალი აკადემური მოსწრების მქონე უფროსკლასელებს პლანშეტები გადაეცათ

სიმონ გულედანმა სამინისტროების რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია