No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია

28 თებერვალი, 2018
in სიახლეები
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში  ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო ინფორმაციას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელებული ღონისძიებების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. პრეზენტაციაზე საპატიო მომხსენებელი იყო კულტურული მარშრუტების ევროპული ინსტიტუტის დირექტორი სტეფანო დომინიონი. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, რეგიონული მმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თამაზ ქობულაშვილი. ქობულაშვილი დეტალურად გაეცნო კრიტერიუმებს, რომელის მიხედვითაც ამა თუ იმ რეგიონს, საშუალება აქვს განაცხადი გააკეთოს კულტურული მარშრუტების პროგრამის წევრობაზე. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში – კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება. იგი მიმართულია ნაკლებად ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილების აღმოჩენასა და პოპულარიზაციისკენ. ამ დროისთვის, ევროპის საბჭოში 31 სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტია.

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საქართველოში ევროპული ღირებულებების დანერგვას. ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში.

წინა სიახლე

ადუაშვილისთვის სახლის მშენებლლობის პროცესში გორის მაჟორიტარი დეპუტატიც ჩაერთო

შემდეგი სიახლე

კასპში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე ტრენინგი გაიმართა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა შიდა ქართლში გასვლითი სხდომა გამართა

ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სპორტდარბაზისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

შიდა ქართლში ტურისტული სეზონი გაიხსნა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

შიდა ქართლი ოჯახის სიწმნიდის დღის ღონისძიებას შეუერთდა

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები

Copyright © ყველა უფლება დაცულია