სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ანიმალისტი მხატვრის, გოჩა ძაგანაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენის გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ხელოვნების მოყვარულები დაესწრნენ.
პერსონალურ გამოფენაზე ავტორმა დამთვალიერებლებს საკუთარი შემოქმედებითი გზა, ხატვის ტექნიკები და ანიმალისტური ჟანრის თავისებურებები გააცნო.
დამთვალიერებლებს გამოფენის დათვალიერება 23 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ.
