საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში. პროექტების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან, კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარიშვილთან ერთად გაეცნო.
ქალაქ კასპში ერთდროულად 11 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი და მოწესრიდგება საფეხმავლოები. 9 ქუჩაზე უკვე გამოიცვალა წყალარინების სისტემა. პროექტი 2 ეტაპიანია, სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში კი 1კმ-იანი გზის მონაკვეთს უტარდება რეაბილიტაცია. უკვე მოწყობილია რკინა-ბეტონის კიუვეტები, მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. პროექტის ღირებულება 635 000 ლარია. როგორც ქვემო ჭალის გზის, ისე კასპის ქუჩების მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.