No Result
View All Result
Shidakartli.gov.ge
  • მთავარი
  • საიტის რუკა
  • კონტაქტი
  • ცხელი ხაზი
  • 32 2 28 57 00
  • სიახლეები
  • რწმუნებულის ადმინისტრაცია
    • სახელმწიფო რწმუნებული
    • რწმუნებულის მოადგილეები
    • აპარატი
    • რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
  • მუნიციპალიტეტები
    • გორის მუნიციპალიტეტი
    • კასპის მუნიციპალიტეტი
    • ქარელის მუნიციპალიტეტი
    • ხაშურის მუნიციპალიტეტი
  • პრესცენტრი
    • ანონსი
    • განცხადებები
  • საჯარო ინფორმაცია
    • მთავრობის დადგენილება
    • პასუხისმგებელი პირები
    • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
    • ვაკანსია
  • პროექტები და პროგრამები
    • პროექტები რეგიონში
    • განხორციელებული პროექტები
    • სახელმწიფო პროგრამები
    • საინვესტიციო გარემო
  • სასარგებლო ბმულები
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

კასპში კალათბურთის დარბაზი გაიხსნა

29 მარტი, 2017
in სიახლეები
კასპში კალათბურთის დარბაზი გაიხსნა

????????????????????????????????????

კასპში, ახალ სპორტულ კომპლექსში განთავსებული თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის დარბაზი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი დარბაზი აღიჭურა სტანდარტული, გადასაადგილებელი კალათბურთის ფარებითა და ელექტრო ტაბლოთი, რომლის ღირებულება 30 000 ლარია და თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.  სპორტული ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი არა მარტო კასპის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს მოემსახურება, არამედ მაღალი დონის ტურნირების ჩატარების საშუალებასაც იძლევა. ახალ დარბაზში კასპისა და სოფელ ახალქალაქის კალათბურთის გუნდებს შორის პირველი შეხვედრაც გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის 31 იანვარს გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს – დარბაზს. აშენდა კალათბურთის, სრულიად ახალი დარბაზი. დამონტაჟდა საქვაბე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. კასპის სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით შესრულდა და 2 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
წინა სიახლე

კახა სამხარაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

შემდეგი სიახლე

სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში

მსგავსი სიახლეები

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ავლევში შიდა გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქარელში სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღიმართა

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დასკვნით ფაზაში გადავიდა

ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება

შიდა ქართლის რეგიონში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტურუქტურის მინისტრმა სტუდენტებს სურამის გვირაბის სამშენებლო სამუშაოები გააცნო

შიდა ქართლის რეგიონი

  • გეოგრაფიული მდებარეობა
  • ოკუპირებული ტერიტორიები
  • რეგიონის რუკა
  • სიმბოლიკა

მუნიციპალიტეტები

  • გორის მუნიციპალიტეტი
  • კასპის მუნიციპალიტეტი
  • ქარელის მუნიციპალიტეტი
  • ხაშურის მუნიციპალიტეტი

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • განცხადებები
  • ანონსი

საჯარო ინფორმაცია

  • მთავრობის დადგენილება
  • პასუხისმგებელი პირები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
  • ვაკანსია

Copyright © ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ანონსი
  • განცხადებები
  • ვაკანსია
  • მთავარი სიახლე
  • პროექტები და პროგრამები
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა

Copyright © ყველა უფლება დაცულია